logo_geo
eng_logo
დეკანოზი შალვა კეკელია: მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და...
- +

29 მაისი. 2018. 00:34

 

„მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით გმირი გახდეს გიორგი გაბუნია“, – ამის შესახებ დეკანოზი შალვა კეკელია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ყველა ეპოქაში ეკლესია ყოველთვის სწორ სიტყვას ამბობდა. ეკლესია არ გახლავთ სასულიერო პირი, ეს სწავლება და მოძღვრებაა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს სიწმინდისკენ, სიმართლის მხარეს დადგომისკენ. თუ ქართველი საუკუნეების განმავლობაში ერადაა შემდგარი, ეს სამოციქულო ეკლესიის დამსახურებაა და ზუსტად ამის განადგურება უნდათ.

 

მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით გმირი გახდეს გიორგი გაბუნია. დიახ, სწორედ ეს გათვლა აქვთ – „გმირები“ გახდნენ ღვთის გინებით. როდესაც დედაღვთისმშობელზე შაყირობ, შესაძლოა, ვიღაცას არ ეყოს ქრისტიანული და სულიერი სიმაღლე და ფიზიკურად გაგისწორდეს, სწორედ ამ მოთმინებას ცდიან ისინი. ვაი იმ ადამიანს, ვისაც ეშმაკი ამ ბრძოლაში გამოიყენებს. სწორედ ეშმაკი ებრძვის ეკლესიას, რომ ადამიანების სულები ღმერთს მოსტაცოს – ვაი მათ, ვინც სულს ეშმაკს მიჰყიდის“, - ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner