logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ცდილობს, სარალიძე კონტროლიდან არ გაუშვას და დირექტივების ქვეშ ჰყავდეს...
- +

4 ივნისი. 2018. 17:06

 

 

„არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ზაზა სარალიძე კონტროლიდან არ გაუშვას და დირექტივების ქვეშ ჰყავდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კობალაძის განცხადებას „ასავალ-დასავალი“ რუბრიკაში „კვირგვინოსნები“ აქვეყნებს.

 

„მცირერიცხოვანი, აგრესიული, აჟიტირებული ჯგუფი იო, რომელიც წიოდა, კიოდა და ბოთლებს ისროდა. პრემიერი რომ მივიდა, თბილად შეხვდა სარალიძე მას.

 

26 მაისის პროცესებში მონაწილეობდა კუპრავა, როგორც მე ვიცი. აქციაზე მან ატეხა ეს წიოკი და ხელების ქნევა. მას შემდეგ, რაც პრემიერის მისამართით შეძახილები დაიწყო, სარალიძეს ვუთხარი - ადამიანი მოვიდა, და ეს რა არის-მეთქი? მითხრა - ეს პროცესები უკვე აღარ კონტროლდება ჩემგანო“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner