logo_geo
eng_logo
გიორგი დოხტურიშვილი: იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში შევძლებთ ყველაზე ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას
- +

7 ივნისი. 2018. 17:23

 

თბილისის საკრებულოს სამგორის  რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც მერია უახლოეს მომავალში გეგმავს.

 

„აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მერია დახარჯავს თანხას ამ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, თვითონ ააშენებს ამ კორპუსებს. აქ საუბარია ვარკეთილში არსებულ ერთ-ერთ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე. ჩვენ, საკრებულომ, დავამტკიცეთ განაშენიანების რეგულირების გეგმა, შესაბამისად, ამ გეგმის მიხედვით ამ ტერიტორიაზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. როგორც კი სხვადასხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, შეირჩევა ერთი კომპანია და ვინც საუკეთესო პირობას შესთავაზებს მერიას, მას გადაეცემა აღნიშნული მიწის ნაკვეთი იმ პირობით, რომ დაახლოებით 170-დან 200-მდე ოჯახს დააკმაყოფილებს. დავაზუსტებ. საუბარია იმ ოჯახებზე, ვინც კონკრეტულად ამ ოთხ ავარიულ ე.წ. „ხრუშჩოვკებში“ ცხოვრობენ. ეს ეტაპი გაგრძელდება, რა თქმა უნდა. მაგალითად, გამოთავისუფლებული „ხრუშჩოვკების“ ადგილზე, ასევე,  დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა. სხვა ტერიტორიაზეც, იმედი მაქვს, რომ მასობრივ ხასიათს მიიღებს ეს პროექტი და სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევძლებთ ყველაზე ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას.  ეს პროექტები განხორციელდება კერძო ინვესტორების მიერ“, - განაცხადა დოხტურიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×