logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მაჩალიკაშვილის და მისი თანამოაზრეების მიზანი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახოცვა იყო!
- +

7 ივნისი. 2018. 18:56

 

„პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხმამაღლა განაცხადა, რომ მას და მის მეგობრებს თბილისში ტერორისტული აქტის განხორციელება ჰქონდათ დაგეგმილი“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„კერძოდ, აი, რა თქვა 31 მაისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ მიტინგის ტრიბუნაზე მდგარმა და „რუსთავი 2“-ის ეთერში მყოფმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა:

 

„მე და ჩემს რამდენიმე ასეულ ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და თავები აგვეფეთქებინა, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რათა რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო“.

 

ძვირფასო მკითხველო, შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - ადამიანი გამოვიდა და საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, ტერაქტის მოწყობას აპირებდა!

 

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ტერაქტი, რომლის მოწყობასაც სუს-ის შენობაში გეგმავდა, შაჰიდური ტიპის უნდა ყოფილიყო, ანუ მას და მის თანამოაზრეებს თავი უნდა აეფეთქებინათ.

 

როგორც მოგეხსენებათ, თვითმკვლელი ტერორისტების, ანუ შაჰიდების მიერ ხალხმრავალ ადგილებში თავის აფეთქება ტერაქტის მოწყობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ხშირად იყენებენ. ცნობილია ისიც, რომ შაჰიდების მიერ თავის აფეთქების გზით ჩადენილ ტერაქტებს განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოსდევს.

 

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენი ადამიანი დაიხოცებოდა და სისხლის რამხელა მდინარე დადგებოდა, თუკი მალხაზ მაჩალიკაშვილი, როგორც თვითონ აცხადებს, თავის „რამდენიმე ასეულ ადამიანთან“ ერთად სუს-ის შენობაში თავს აიფეთქებდა?

 

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება, რომ სუს-ის შენობაში თავი არა მხოლოდ მას, არამედ მის ასეულობით მეგობარს უნდა აეფეთქებინა, ერთადერთ რამეს ნიშნავს - მაჩალიკაშვილის და მისი თანამოაზრეების მიზანი, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახოცვა იყო“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×