logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ლალიაშვილი: ამოცანაა, რომ შეიქმნას დესტაბილიზაცია და ასე ჩაიგდონ ხელში ქვეყნის მართვის სადავეები!
- +

8 ივნისი. 2018. 02:51

 

„როგორ იმართება საქართველოში სოციალურ-სამოქალაქო მღელვარება და ბუნტი“ – ამ საკითხზე ანალიტიკოსმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტრო”-ს ეთერში, გადაცემა „მედია რენტგენის” დასკვნით სიტყვაში ისაუბრა.

 

„პირველ რიგში მკაფიოდ გაცხადდა, თუ რა გეგმა აქვთ რევანშისტებს, როგორ აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და რა ინსტრუმენტებს იყენებენ ამისთვის, ჩვენ თვალწინ დაიხაზა სქემა, რომლის მიხედვითაც მოქმედებს ყოფილი მმართველი გუნდი.

 

ეს ძალა ცდილობს გამოიყენოს ყოველ ადამიანი, მისი ტკივილი და განცდები, იქნება ეს მეტროს თანამშრომლების გაფიცვა თუ სხვა უკმაყოფილო ჯგუფების რეაქცია ხელისუფლების რაღაც მოქმედებებზე.

 

მათი ამოცანაა, რომ შეიქმნას დესტაბილიზაცია და ასე ჩაიგდონ ხელში ქვეყნის მართვის სადავეები, ამ პროცესში იყენებენ თავიან პროპაგანდის მანქანას „რუსთავი2”-ს, რომელიც მხოლოდ ტენდენციურად კი არ აშუქებს მოვლენებს, არამედ ეთერიდან დირიჟორობს პროცესს, იძლევა მითითებებს და ტონს აძლევს სხვა ტელეარხებსაც.

 

ამ სქემაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ სააკაშვილის ერთკაციან პარტიებს, ისინი ქმნიან სიმრავლის ილუზიას და ფონურ ხმაურს, რაც აუცილებელია სახალხო მღელვარების ინტენსიფიკაციისთვის, მაგრამ ასევე მკაფიოდ დავინახეთ, რომ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე უნისონში მოდიან მეპროტესტეებთან და რაც მთავარია არსებობს ადმინისტრაციულ ორგანოებში ჩარჩენილი  ადამიანები, რომლებიც არამარტო სიმპატიით არიან განწყობილი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, არამედ, როცა საჭირო ხდება ისინი ხდებიან აქტიური ჯარისკაცები იმ ბრძანებების შესასრულებლად, რომელიც, როგორც კობა დავითაშვილმა თქვა მოდის ამსტერდამიდან, მაგრამ კიდევ ერთი რამ გამოჩნდა, რომ ეს გეგმა განწირულია მარცხისთვის, ის არ მუშაობს”, – განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner