logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: მინდა, დათო სარალიძის დედას მივმართო...
- +

10 ივნისი. 2018. 00:04

 

„ზაზა სარალიძის საქციელი გაუგებარია, მისი მოთხოვნები ყოველგვარ ზღვარს გასცდა, ყოველ შემთხვევაში, აცდა იმ საქმეს, რომლისთვისაც ქუჩაში გავიდა. ზაზა სარალიძის ქუჩაში დგომა საჭირო აღარ არის. ეს არის მარაზმი. სპეციალურად იწვევს არეულობას, ქაოსს. მის გვერდით დგანან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, რომლებიც ძალიან კარგად იყენებენ ზაზას უბედურებას. არ ვიცი, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ სარალიძეზე თუ თვითონაც იზიარებს ამ პარტიების მიზნებს, ყველა შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია მისი საქციელი“, - ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში განაცხადა.

 

„3 ივნისს ვაკის პარკში გაიმართა სარალიძეების მხარდასაჭერი აქცია. ზაზა მოვიდა და უკან გაბრუნდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ზაზა სარალიძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მას სურს მთავრობის გადადგომა. მინდა, მის მეუღლეს, მოკლული დათოს დედას მივმართო და ვუთხრა, რომ მისი შვილის სული შეწუხებულია იმ მარაზმით, რომელსაც მამამისი სჩადის. ზაზა სარალიძემ ის ადამიანები დაიყენა გვერდით, რომლებმაც ჯერ შვილი მოკლეს, მერე მამა შვილის საფლავზე დააკლეს, ვგულისხმობ იური ვაზაგაშვილს. აი, ასეთი არჩევანი გააკეთა სარალიძემ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხთან ერთად დამდგარიყო, ხალხთან, რომელიც ეხვეწებოდა, არ დადგე ბინძურ პოლიტიკოსებთან, ჩვენ ამოგიდგებით მხარში იქამდე, ვიდრე სამართალს არ იპოვიო…

 

აქციები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარეობს, საჭირო აღარ არის, რადგან ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული სიმართლის გარკვევით. ფეხზე დგას შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, პროკურატურა, ალაპარაკდნენ ბავშვებიც, რომლებიც მკვლელობას შეესწრნენ, მათ დაიწყეს ჩვენების მიცემა. სიმართლე ძალიან მალე გაირკვევა.

 

აშკარაა, ზაზა სარალიძე თავიდანვე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, დღეს მიეცა საშუალება, დამდგარიყო მათ გვერდით და ახლა უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს - კატეგორიულად მოითხოვს მთავრობის გადადგომას“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×