logo_geo
eng_logo
„მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში „მართვადი ქაოსის“ შექმნა არაერთხელ სცადა...“
- +

10 ივნისი. 2018. 00:48

 

„მას შემდეგ, რაც სახელისუფლო ბერკეტები დაკარგა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში „მართვადი ქაოსისა“ და იმის ილუზია შექმნა, რომ სახელწიფო უფსკრულისკენ მიემართება, არაერთხელ სცადა“, - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ სტატიას აქვეყნებს, სადაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართულ აქციებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობაზე საუბრობს.

 

„კარგად გვახსოვს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტი, როცა ჩიორა თაქთაქიშვილს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ეს „ნაცებმა“ ხელზე დაიხვიეს და ატკვარცალდნენ, „ოცნება“ ოპოზიციაზე ძალადობსო. არადა, სიმართლე რომ ითქვას, ყოფილი ხელისუფლება და მისი ფანები ძალადობაზე სიტყვასაც არ უნდა სძრავდნენ, რადგან მოკლე მეხსიერება შეიძლება, თვითონვე აქვთ, თორემ ხალხს კარგად ახსოვს ის ყბადაღებული 9 წელი, როცა „ნაციონალების შიშით მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადიოდა და ცაში ჩიტი ვერ დაფრინავდა.

 

ან რომელ ძალადობაზეა საუბარი როცა იგივე სანდრო გირგვლიანის მკვლელობა სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისად იქცა. უფრო მეტიც, სწორედ გირგვლიანის მკვლელობა იყო ის „ქეისი“, რომელზეც ევროსასამართლომ ყოფილ ხელისუფლებას პრაქტიკულად, ბრალი წაუყენა და თქვა, საქმის მასალების მიჩქმალვაში ყველა სახელისუფლებო შტო იყო ჩართულიო.

 

ალბათ, ყველაზე არაეთიკური ის გახლავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები ადამიანების პირადი ტრაგედიებით მანიპულირებენ და, მაგალითად, შვილმოკლული მშობლების ემოციების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.

 

ასე იყო, მაგალითად სააკაშვილის მმართველობის დროსაც, როცა სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გვერდით მაშინდელი ოპოზიცია დადგა. მართალია, ქალბატონი ირინას გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია მთლად ხელისუფლების გადადგომას არ ითხოვდა და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ  გირგვლიანის საქმემ, იმდროინდელი ოპოზიციის აქტიური მეცადინეობით, „ნაცხელისუფლება“ აღსასრულამდე მიიყვანა, თუმცა მაშინ ანტინაციონალებმა მართვადი ქაოსის „შექმნა“ ვერ შეძლეს, რადგან სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყველას, ვინც ხმას ამოიღებდა, „კბილებს ამტვრევდა“ და ნებისმიერ პროტესტს სისხლში ახრჩობდა.

 

დღეს მსგავსი სცენარი გამორიცხულია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველაფერი „ნერვების ომია“ და წაგებულიც ის მხარე დარჩება, რომელიც ემოციების გაკონტროლებას ვეღარ შეძლებს და შეცდომას დაუშვებს!“, - ნათქვამის სტატიაში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×