logo_geo
eng_logo
„ახლა, როგორც ჩანს, სწორედ ის მომენტია, როცა...“ - რატომ ემტერება ბოკერიას გუნდი „ნაციონალებს“
- +

10 ივნისი. 2018. 03:01

 

„მართალია, „ევროპული საქართველო“ ანუ ბოკერიას გუნდი ოპოზიციაა, მაგრამ ყველაფერ იმაში, რაც ბოლო დროს თბილისში ხდება, ევროსაქები (ამ პოლიტიკურ ჯგუფს პოლიტიკურ კულუარებში ასე ეძახიან), არ ერევიან. უფრო მეტიც, მაგალითად, გიგა ბოკერიას მეუღლე „ნაცებსა“ და მათ მოკავშირეებს ენერგიულად აკრიტიკებს. ყოველ შემთხვევაში, თამარ ჩერგოლეიშვილმა ნიკა გვარამიას, რომელიც რევოლუციური პროცესების ერთ-ერთ მედროშედ გვევლინება და სააკაშვილის მიმართ საკუთარ სიმპათიასაც არ მალავს, ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნა“, - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ სტატიას აქვეყნებს.

 

„ამასწინათ კი ქალბატონმა ჩერგოლეიშვილმა გვარამიას მისამართით სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა:

 

„საიდუმლო ჯგუფში საუბრის სქრინების გამოდება და საკუთარი მოკავშირეების უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება სასოწარკვეთის ისეთი საფეხურია, ტიტველი რომ შევარდეს ეთერში, აღარ გამიკვირდება.

 

მე რა? საჯაროდ ცნობილია, რომ გვარამიას უნახავ ხამად ვთვლი.

 

P.S. სხვის პირად კომუნიკაციას რომ აქვეყნებ, აქედან ერთი ნაბიჯი, სხვისი პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებამდე.“

 

ისე, არცთუ შორეულ წარსულში, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბოკერია და სააკაშვილი ერთმანეთის „მოსისხლე მტრები“ გახდებოდნენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, პოლიტიკაში მთავარი მეგობრობა კი არა, არამედ მიზნებია, მიზნები, რომელთა მისაღწევადაც პოლიტიკოსი, ალბათ, ეშმაკსაც შეეკვრება.

 

ჰოდა, ახლა, როგორც ჩანს, სწორედ ის მომენტია, როცა ბოკერიას საკუთარი პოლიტიკნტერესები აქვს და უკან არაფერზე დაიხევს, რომ პოტენციური კონკურენტები, მაგალითად „ნაციონალები“ მიწაში ცოცხლად ჩააწვინოს“, - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×