logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: იქნებ ამის შემდეგ მაინც მიხვდეს ზაზა სარალიძე, რომ...
- +

11 ივნისი. 2018. 18:43

 

„ისე, საინტერესოა, 10 ივნისის აქციაზე ხალხის არმისვლიდან რა დასკვნა გამოიტანა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, რომელიც „ნაცების“ პოლიტიკურ თამაშს აჰყოლია და „ჭრელო პეპელას“ უბერავს?“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„დიახ, ჯერ იყო და, სარალიძე კატეგორიულად მოითხოვდა, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დაეკავებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც სუბელიანი დააკავეს, გამოვიდა და - სუბელიანის დაჭერა ვის რაში სჭირდებოდა, ხელისუფლება რას მეთამაშებაო?!

 

მოკლედ, „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო“!

 

10 ივნისის მიტინგმა რომ ჩაისვარა და „ნაცებმა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 ათასი კაციც ვერ შეაგროვეს, იქნებ ამის შემდეგ მაინც მიხვდეს ზაზა სარალიძე, რომ სხვისი შვილების მკვლელები მისი შვილის მკვლელობის გამოძიებაში ვერ დაემხარებიან!

 

იქნებ სარალიძემ ახლა მაინც გააკეთოს სწორი დასკვნები და გაკოტრებულ პოლიტიკანებს, რომლებიც ცდილობენ, მისი უბედურება თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, უთხრას - „წადით! მომშორდით! სწორედ თქვენ გამო არ დგას ჩემ გვერდით ქართველი ხალხი!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner