logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: მკვეხარა ქოთანს, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ჰქვია, 10 ივნისს საბოლოოდ გასძვრა ძირი!
- +

12 ივნისი. 2018. 10:44

 

 

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმიანება და სტატიას აქვეყნებს.

 

„ესეც ასე, ჩემო ბატონო! მკვეხარა ქოთანს, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ჰქვია, 10 ივნისს საბოლოოდ გასძვრა ძირი! მარტო „ნაციონალურ მოძრაობას კი არა, მაგ მკვეხარა ქოთანში „მატრიოშკას“ პრინციპით ჩალაგებულ თითოკაციან პარტიებსაც სამარცხვინოდ მოეჭრათ თავი.

 

არადა, რამდენს ბაქიბუქობდნენ და როგორ იბრიქებოდნენ - 10 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ასეულათასობით ადამიანს დავაყენებთ და მთავრობას კუდით ქვას ვასროლინებთ, აქეთ გორასა წიხლსა ვკრავთ და იქით გორასა ძვრას ვუზამთო!

 

ჰოდა, რა შერჩათ ხელში? უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ვირის თავ-ფეხი!

 

მთელი საქართველო შემოიარეს, რეგიონებში დაძრწოდნენ და ხალხს თბილისში მიტინგზე ეპატიჟებოდნენ, „ღენტორა“ კუპრავა ჰოლანდიაშიც კი ჩავიდა, აპატრიდი ბელადისაგან ინსტრუქციები რომ მიეღო, დიდი ალბათობით, „მაყუთიც“ ჩამოიტანა, მაგრამ დადგა ის 10 ივნისიც, არმაგედონად რომ სახავდნენ და პარლამენტის წინ მიტინგზე 5 ათასი კაციც ვერ მიიყვანეს.

 

წარმოიდგინეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა ათამდე პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით იმდენი კაციც ვერ შეაგროვა, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას რომ ეყოფოდა, რის გამოც გადაწყვიტეს, გზა კარვებით ჩაეხერგათ. 

 

ერთი სიტყვით, საპნის ბუშტივით გასკდა და ჩაიფუშა „სისტემის დანგრევის“ გრანდიოზული გეგმა!

 

ჩაილურის წყალი დალია ნიკა მაჭუტაძისა და ბაჩუკი ქარდავას რევოლუციამ!

 

გაასხა ვაშაძისა და შალიკოს ჩეგევარობამ, მეგი გოცირიძისა და ელისტრახოს ჟანა დარკობამ!

 

ჩაისვარეს რევანშისტებმა!

 

ჩაისვარეს და თანაც, როგორ - ბარაქიანად, მამაპაპურად და მაჭუტაძისებურად ჩაისვარეს!

 

მეგი გოცირიძისა და ელისტრახოსოდენა ჩაისვარეს!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×