logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძის იმიტირებულ გატაცებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ...
- +

12 ივნისი. 2018. 13:13

 

 

„პანკისიდან მივიღე ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“ ხეობაში ეძებდა ადამიანებს, რომლებიც ზაზა სარალიძის გატაცების იმიტაციას მოაწყობს. კერძოდ, სცენარი ასეთი იყო: პანკისელების ჯგუფი სარალიძეს „გაიტაცებდა“, მაგრამ კუპრავა და სხვა ნაცები, „შეძლებდნენ“, სარალიძე „გამტაცებლებისთვის“ გამოეგლიჯათ. ეს ყოველივე საპროტესტო მუხტის გაზრდასა და აჟიოტაჟის შექმნაზე იყო გათვლილი, მაგრამ, საბედნიეროდ, „ნაცებმა“ პანკისის ხეობაში ვერ იპოვეს ხალხი, რომელიც ამ სიბინძურეს ხელს მოაწერდა“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

არეშიძის განცხადებით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძის იმიტირებულ გატაცებაში არ მონაწილეობდა.

 

„ჩემი ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სარალიძის იმიტირებულ გატაცებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ, რაც შეეხება მის განცხადებას სუს-ის შენობაში ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით, პირდაპირ ვაცხადებ - მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის მაჩალიკაშვილის ტრაგიკული მდგომარეობა, მსგავსი განცხადებები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია!

 

სხვათაშორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებაში ბევრს გაუჩნდა კითხვა - თუ მამას შეუძლია, ტერორისტული აქტი ჩაიდინოს, რატომ არის გამორიცხული, რომ შვილიც იმავეს გამკეთებელი ყოფილიყო? ლოგიკური კითხვაა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ ასეთი კითხვები არსებობდეს. მიუხედავად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებასთან ურთიერთობდა, მაინც მინდა, მჯეროდეს, რომ ტერორისტული აქტის ჩამდენი არ იყო“, - განაცხადა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×