logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ქუჩის აქციებს გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია
- +

14 ივნისი. 2018. 00:33

 

„ოპოზიციას ასეთი არა ერთი გამარჯვების ზეიმი კიდევ ბევრი წლის განმავლობაში მოუწევს“, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ისინი ოპოზიციაში იქნებიან, ქუჩაში იდგებიან, ყოველ მორიგ ცვლილებაზე თავისი გამარჯვების აღნიშვნა მოუწევთ და შემიძლია, მათ ეს ყოველ ჯერზე მივულოცო. თუმცა, თავისთავად ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ კვალიფიციური და ძლიერი ოპოზიცია არ გვყავს, რომელიც გვაიძულებდა, ტონუსში უფრო მეტად ვყოფილიყავით. ამიტომ, შიგნით ვახერხებთ, ძალები გამოვნახოთ, რაც ტონუსშიც გვამყოფებს და თავის დროზე გარკვეულ ცვლილებებსაც გვახორციელებინებს, როცა ეს მწიფდება“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×