logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: ახალგაზრდებს მეტი სურთ, ამიტომაც უჭირავთ თვალი სხვა სამყაროსკენ...
- +

27 ივნისი. 2018. 21:08

 

დასავლეთში ცხოვრება და „ამერიკული ოცნების“ ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა. მიდიან ყველაზე ნიჭიერები, ლამაზები და ტოვებენ იმ ადგილებს, სადაც ფეხი აიდგეს, გაიზარდნენ. მიდიან და ხშირად უკან აღარ ბრუნდებიან! რა არის ეს? - უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი თუ გაქცევა არსებული რეალობიდან, ზოგჯერ უფრო მკაცრ და დაუნდობელ რეალობაში? - ამის შესახებ ჟურნალი „გზა“ მომღერალს ირმა სოხაძეს  ესაუბრა:

 

„სად უნდა იცხოვროს, ეს - ადამიანის არჩევანია. ჩემი აზრით, ახალგაზრდები უფრო მაქსიმალისტები არიან, მეტი სურთ და ამიტომ უჭირავთ თვალი დასავლეთისკენ. ღმერთმა ქნას, ყველა კარგად მოეწყოს იქ, სადაც ცხოვრებას გადაწყვეტს. უცხოეთში ჩემი თაობიდანაც ბევრი წავიდა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომელიმე ჩემზე რეალიზებული და ბედნიერი იყოს. მიუხედავად იმისა, ზოგჯერ მაინც მიფიქრია: სხვა ქვეყანაში, რომ დავბადებულიყავი, შეიძლება ჩემი მონაცემები და ნიჭი უფრო სრულყოფილად გამომეყენებინა-მეთქი, მაგრამ რადგან აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ და ძალიან მომწონს ის ქალაქი, ის ქვეყანა, სადაც ღმერთმა გამაჩინა. ამის გამო ბედის და უფლის მადლობელი ვარ. მატერიალურად შეიძლება, სხვა ქვეყანაში უფო კარგად ვყოფილიყავი, მაგრამ უცხო ნიადაგზე ყოფნას, ისევ ჩემს მიწაზე ცხოვრება მირჩევნია.“

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner