logo_geo
eng_logo
„ნიკა გვარამია, მისი ფიურერის მიხეილ სააკაშვილისა არ იყოს, კოკაინის „ცხვირით ხვნაშია“ შემჩნეული!“
- +

28 ივნისი. 2018. 14:20

 

 

გიგა ბოკერიას თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელსაც ნამდვილად არ აკლია შიდანაცური კულუარული ინფორმაცია, „რუსთავი 2“-ის გენდირექტორს დიაგნოზი დაუსვა - ასე იცის კოკაინდამოკიდებულებამო!

 

ნიკა გვარამია რომ მართლაც მაგარი „აჭრილია“ და წარმოუდგენელ სისაძაგლეებს სჩადის, ამაზე მისი მტრებიც ლაპარაკობენ და მოყვარეებიც!

 

თავად განსაჯეთ - ის ხან პირდაპირ ეთერში, ზედ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე მთვარისა ნავერიანს სცემს, ხან ასევე პირდაპირ ეთერში პროკურატურასა და „ოცნებას“ აგინებს დედას, ხანაც - 70 წელს მიღწეულ ღვაწლმოსილ ტრავმატოლოგს მურთაზ მამაგეიშვილს ღიად ემუქრება სიცოცხლის გამწარებით, ჩემს ნაც მეგობარს ნინო კვიტაიშვილს რატომ არ მიეცი ყალბი ცნობა, რომ პოლიციამ სცემა და დაჟეჟაო!

 

მაგალითად, გვარამიამ საკუთარ facebook-ზე გამოაქვეყნა მთვარისა ნავერიანის ცემის გამო სისხლის სამართლის 126-ე მუხლით აღძრული საქმის გამომძიებლის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი და თან ასეთი კომენტარიც დაურთო:

 

„შსს-ს გამოძიება დაუწყია, ჩემს მიერ სუს-ის პროვოკატორის მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტზე და მევე მთხოვს ვიდეოჩანაწერებს.

 

მე კი მოგცემთ ჩანაწერებს, მაგრამ მოქალაქეს თუ ვცემდი და დანაშაულს ჩავდიოდი, იქვე 200 პოლიციელი რომ იდგა და 20 პატრულის ეკიპაჟი თავისი სამხრეებით, რას შვრებოდნენ?

 

და 500-ზე მეტი მოწმე და ყველა ტელევიზია? ერთი კადრი მაინც არსებობს „ცემის“ ან ერთი მოწმე?

 

სამხარაულის ექსპერტიზის ცნობაც ჰქონიათ და მაგ აგენტ-პროვოკატორი ჩემამდე ან მერე თუ „აცემინეთ“ ვინმეს, არ ვიცი და ცალკე სამხარაულის ექსპერტიზას რომ ნდობა აქვს, მაგაზე მაღალი ამინდის პროგნოზს აქვს. კერეთ, კერეთ საქმეები. ბოლოს ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, მაგასაც ვნახავთ. 126-ე მუხლის პირველი ნაწილი კი არა, გაცოფებული სპილოსი არ მეშინია, თქვე უდღეურებო...“

 

ხომ ხედავთ, ძვირფასო მკითხველო, რა დღეში აქვს კაცს ნერვები?!

 

გაცოფებული სპილოსიც არ მეშინიაო!

 

არადა, ეს სპილოს კუდისხელა გვარამია ისეთი ქათამია, გაფხორილი ინდაურის დანახვაზეც კი ჩაისველებს!

 

თუ ასეთი ვაჟკაცია გვარამია, იმიტომაც არის, რომ დაცვის გარეშე ტუალეტშიც ვერ დადის!

 

მოკლედ, გვარამიას აგრესიულობა, არაადეკვატურობა და ბაქიბუქობა სახეზეა, ჰოდა, ამ ერთუჯრედიანის „ერთუცნობიანი განტოლება“ ისევ „შინაურმა“ ამოხსნა!

 

თურმე, გვარამია, მისი ფიურერის მიხეილ სააკაშვილისა არ იყოს, კოკაინის „ცხვირით ხვნაშია“ შემჩნეული! ეს დიაგნოზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, გიგა ბოკერიას თამარ ჩერგოლეიშვილმა გამოამზეურა.

 

ეს ამბავი კი ასე მოხდა:

 

მოგეხსენებათ, „ნაცების“ მიერ ორგანიზებულ და ჩაფლავებულ „შვილმოკლული მამის რევოლუციას“ გიგა ბოკერიას პარტია არ შეუერთდა. გვარამიამ ამის გამო გიგა ბოკერია შეაჩვენა და ბიძინა ივანიშვილისგან მის მოსყიდვაზე მიანიშნა! ამაზე დაბოღმილმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დახურულ facebook-ში „რუსთავი 2“-ელ ტაკიმასხარა მიშა მშვილდაძესთან მიმოწერისას, მას ასეთი რამ მისწერა:

 

„დამოკიდებული ადამიანი ვერასდროს მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას - იცი შენ კარგად, გვარამიას მთავარი პრობლემა რაცაა, იმ ჩვევის გაგრძელება, რაზეც ეგ შეჯდა, ბევრი ფული სჭირდება...

 

ჩაყვება და ჩაგიყოლებთ, თუ არ გაინძერით...

 

თორემ ძალიან კარგად იცის მაგან, რა არის სწორი და რა - არასწორი. „პროსტა“ 60 ათას ლარს თვეში არავინ მისცემს“.

 

ამაზე მიშა მშვილდაძემ მხრები აიჩეჩა, რაზე მიანიშნებ, თამარა, რა ჩვევებზე - ცხოვრების წესზე და ნარკოტიკებზეო?

 

ჰოდა, ჩერგომაც უპასუხა:

 

„ცხოვრების წესს - შმოტკებს, ვაგუ და კობე ბიფებს, კოკაინს - უნახავის სინდრომი სჭირს“.

 

ამაზე გვარამია სულ გადაირია, ეს დახურული ჯგუფის facebook-მიმოწერა საჯაროდ გამოამზეურა (ჩვენთვისაც სწორედ ამიტომ გახდა ცნობილი) და საჯაროდვე უშვერი სიტყვებით აგინა თამარ ჩერგოლეიშვილსაც და გიგა ბოკერიასაც:

 

„შმოტკები და გასტრონომია აღარ იკმარა, ნარკომანადაც გამომაცხადა. შემდეგ ჯერზე დაწერს, რომ გაბუნიასთან ვტყ...ობ და მეუფე იობის ქადაგებას დააშეარებს... გულისამრევი ფულზე დახამებული ყ...ქალა - ესაა ჩემი კომენტარი და სულ ყ...ზე მკიდია მისი ქმარიც (დღემდე ჩემთვის პატივსაცემი და ამიერიდან ნული) და მისი ყველა მეგობარიც სამარცხვინოდ მიმაჩნია“.

 

ჩერგოლეიშვილმა, გვარამიამ ეს პირადი კომუნიკაცია რომ გამოაქვეყნა, აქედან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებამდე ერთი ნაბიჯია და ამის შემდეგ „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი პირდაპირ ეთერში ტიტველი რომ შევარდეს, აღარ გამიკვირდება!

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, სანამ ეს არსება „რუსთავი 2“-ში დიანა ჯოჯუას ან მთლად გიორგი გაბუნიას დაკბენს, მთვარისა ნავერიანის ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ პროკურატურაში უკვე შეიტანა სარჩელი გვარამიასთვის ბრალის 5-წლიანი მუხლით დამძიმების შესახებ!

 

და პარალელურად, ციხეში კოკაინდამოკიდებულებაზეც უმკურნალეთ!

 

 

ავტორი: გიორგი გიგაური

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner