logo_geo
eng_logo
ჯანო იზორია: შეიძლება წავიდე და სადმე პარკში, სკამზე დავიძინო...
- +

8 მაისი. 2016. 02:00



მსახიობი ჯანო იზორია საკუთარ ცხოვრებაზე ჟურნალ „გზასთან" გულწრფელად  საუბრობს:


„სულ გზაში ვარ.კარიკატურის ხატვა რომ შემეძლოს, საკუთარ თავს ასე დავხატავდი:
„შპაგატში" ჩავჯდებოდი, ერთი ფეხის წვერს ფოთში „ჩავდგამდი", მეორეს - თბილისში.
ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ ხოლმე,  ფარგალივით გახსნილი. სტუდენტობის დროს და შემდეგაც, გადაღებებზე რომ ჩამოვდიოდი, დიდი სიხარულით მოვიჩქაროდი, მაგრამ თან ვფიქრობდი,- სად უნდა დავრჩე? ვის მივაკითხო? სასტუმროში ნომრის დაქირავების საშუალება არ მქონდა და ღამეს ხან ბიძაშვილებთან, ხან დეიდაშვილებთან ხან სხვა ნათესავებთან და მეგობრებთან  ვათევდი, მაგრამ ცოტა მორიდებული ადამიანი ვარ და ეს სულ მაწუხებდა.
შეიძლება, საკუთარ ძმასაც ვერ დავუკაკუნო ღამით კარზე, არ გავაღვიძო, წავიდე და სადმე პარკში, სკამზე დავიძინო"
- ამბობს მსახიობი.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner