logo_geo
eng_logo
დეპუტატმა სათამაშო სლოტ- აპარატები უროთი დაამტვრია
- +

23 თებერვალი. 2016. 21:20


უკრაინის დეპუტატმა სათამაშო სლოტ აპარატები უროთი დაამტვრია. ამის შესახებ შესახებ ვიდეო სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება. 


საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


„საქართველოს მოსახლეობა ითხოვს მთავრობასგან აიკრძალოს აზარტული თამაშები!"- აზარტული თამაშების აკრძალვის მოთხოვნით საზოგადოება პეტიციის მომზადება აპირებს.

 

„აიკრძალოს აზარტული თამაშები! დღეს ძალიან ცუდი ვითარებაა საქართველოში, ბავშვებიც თამაშობენ ინტერნეტში აზარტულ თამაშებს, ძალიან მარტივად დარეგისტრირდება საიტზე, საიტი ნომერს უგზავნის, შემდეგ ამ ნომერზე ფულს რიცხავენ და თამაშობენ აზარტულ თამაშებს და ამ ყველაფერს არავინ აკონტროლებს საქართველოში. ყველა ვინც თამაშობს აზარტულ თამაშებს ვალს ვალზე იღებს და ცხოვრება თავზე ენგრევა. ვინც გაუთვითცნობიერია ამაში შეუძლებელია კაზინოდან თავის დაღწევა, ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში ვისაც ოჯახი დაენგრა აზარტული თამაშების გამო, ბევრმა ბინა გაყიდა, რომ ვალები გადაეხადა და ახლა ქუჩაში ცხოვრობს, ბევრი ადამიანია ვინც იმდენი ვალი აიღო, რომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და გთხოვთ ყველამ იაქტიურეთ, რომ აკრძალოს აზარტული თამაშები! უამრავ ქვეყანაში აკრძალულია და ჩვენც უნდა ავკრძალოთ! იაქტიურეთ და მოვითხოვოთ აიკრძალოს აზარტული თამაშები საქართველოში! თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს იხსნით განსაცდელისგან."- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×