logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დაგვეღუპება კიდევ არაერთი ახალგაზრდა - სავალალო შედეგებს მივიღებთ!
- +

2 აგვისტო. 2018. 01:34

 

 

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.  აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ლალი მოროშკინა „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:

 

„სასტიკად არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. რამდენიმე თვეში მივიღებთ სავალალო შედეგებს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ასეთი გასაოცარი დემოკრატიისთვის. დაგვეღუპება კიდევ არაერთი ახალგაზრდა და შემდეგ კრიტიკული მასა მოითხოვს ვანო მერაბიშვილის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას“, - განაცხადა მოროშკინამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×