logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი კვლევებით, მარგველაშვილი მეოთხე ადგილის პრეტენდენტია
- +

2 აგვისტო. 2018. 05:02

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხე ადგილის პრეტენდენტია.

 

„ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას. ის ამ არჩევნებში მეოთხე ადგილის პრეტენდენტია. ეს ვერ იქნება პირველადგილოსანი სუბიექტისთვის განმსაზღვრელი, როცა ის იღებს გადაწყვეტილებას.

 

ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, რომელსაც ყოველთვის ვეყრდნობოდით ხოლმე. ამოიღეთ ჩვენი პროგნოზები, რომელსაც არჩევნების წინ ვაკეთებდით ხოლმე, ის ყოველთვის მართლდებოდა ხოლმე", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×