logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის!
- +

15 აგვისტო. 2018. 19:03

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების მიმართ ნათქვამ ფრაზას „ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ“ ხუმრობას უწოდებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

 

„ცოტა ხუმრობა შეიძლება, არ ვიყოთ სერიოზულები სულ მუდამ... იმედი მაქვს, არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

დღეს, 15 აგვისტოს ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. მან კი, რადგან ამ საკითხზე ტელეკომპანია იმედის ეთერში უკვე ისაუბრა, ჟურნალისტს ასე მიმართა:

 

„უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმაც ტვინი გაანძრიეთ და ჩაიხედეთ სად არის ნათქვამი".

 

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია, რომელსაც შესაძლოა მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამაც დაუჭიროს მხარი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×