logo_geo
eng_logo
მედეა ლორთქიფანიძე: ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები?
- +

26 აგვისტო. 2018. 00:16

 

ბოლო წლებში ჩვენთან სიგარეტის მოხმარება გაიზარდა, რაც უფილტრო სიგარეტის ხარჯზე მოხდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს სულ 25,6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია, 2018 წლის პირველ ნახევარში კი - უფილტრო სიგარეტზე 40 მილიონი აქციზური მარკაა გაცემული, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება. მოკლედ რომ ვთქვათ, ფილტრიანი სიგარეტის გაძვირების გამო მოსახლეობის ერთი ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადავიდა.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან, სადაც ცნობილები გულახდილად საუბრობენ ამ პრობლემაზე:

 

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი: „ჩემი აზრით, სიგარეტის გაძვირებამ უფრო გააღიზიანა ხალხი, მართალია, ბევრს მატერიალურად ძალიან უჭირს, მაგრამ მოწევას თავს ვერ ანებებს. სიგარეტი არ უნდა გააძვირონ, რადგან ამით ბევრი ოჯახი კიდევ უფრო გაღარიბდება. გაძვირება და აკრძალვა არასწორი მეთოდებია. რაც უნდა აუკრძალო, რაც უნდა შეზღუდო, ამით ბევრს ვერაფერს შეცვლი. მარიხუანის ლეგალიზებაზე ხომ პირდაპირ არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი რა ეშველებათ ჩვენს შვილებს: აქეთ სიგარეტიო, იქით - მარიხუანაო, დაიხოცება ეს ახალგაზრდობა და მომავლის გარეშე დავრჩებით. ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები?“

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner