logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა კანდიდატს დაუჭიროს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი
- +

5 სექტემბერი. 2018. 02:14

 

„თუ მმართველი პარტია ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერაზე შეთანხმდება, ბიძინა ივანიშვილს უთუოდ შევხვდები”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. ზურაბიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დისკუსია მისთვის აბსოლუტურად გასაგებია.

 

„თუ მმართველი პარტია ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერაზე შეთანხმდება, ბიძინა ივანიშვილს უთუოდ შევხვდები. უნდა ვიცოდე, რა ტიპის მხარდაჭერას გამომიცხადებს პარტია და სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს „გამოცხადებული“ მხარდაჭერა. რაც შეეხება გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, აბსოლუტურად გასაგებია “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დისკუსია – პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ შეიძლება, ჩემი რეგისტრაცია ცესკოში შეფერხდეს? თეორიულად, ხომ შეიძლება დავუშვათ ეს. ამიტომ, აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” 8 სექტემბრამდე ვადას – სწორედ 8 სექტემბერს გაირკვევა საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. სხვა მხრივ კი, როგორც მე ვერ წარმომიდგენია “ქართული ოცნების” გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი “ქართულმა ოცნებამ”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×