logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე
- +

8 სექტემბერი. 2018. 02:59

 

 

„იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობის მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

 

„შეზღუდვები დაწესდება სათამაშო ბიზნესის რეკლამირების ნაწილში. ვფიქრობთ, ამოქმედდეს ისეთივე რეგულაციები, როგორიც დღეს გვაქვს თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამირებასთან დაკავშირებით – ტელეეთერით ღამის 12 საათამდე აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და სპონსორობა. იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. შეზღუდვები დაწესდება ონლაინ და სხვა სახის მედიაში სათამაშო ბიზნესის რეკლამების განთავსებაზე. გასაგებია, რომ ზოგი კომპანიისთვის ეს, შესაძლოა, მძიმე იყოს ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ერთ მხარეს დგას საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე მხარეს – კონკრეტული ადამიანების კერძო ინტერესი და ერთი მეორეს თავისი მნიშვნელობით ვერ გადაწონის.

 

„პალიტრამედია”, როგორც უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე ჰოლდინგი, თავისი განსაკუთრებული ნაბიჯით მაგალითი უნდა გახდეს სხვებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი დაიწყო თქვენგან, როცა უარი თქვით სათამაშო ბიზნესის რეკლამიდან ძალიან დიდ შემოსავალზე და მას შემდეგ უფრო განვითარდით. თქვენი ნაბიჯი უნდა იყოს სამაგალითო – როცა სხვა მედიასივრცეშიც სათამაშო ბიზნესის მარკეტინგული აქტივობა შემცირდება, ბევრს არაფერს დაკარგავენ, პირიქით, მათ მიმართ ნდობა უფრო გაიზრდება“,– განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner