logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ელისო ჩაფიძეს არა ივანიშვილისთვის, არამედ პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის უნდა მიემართა
- +

24 თებერვალი. 2016. 11:09



ექსპერტი მამუკა არეშიძე დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ჩაფიძემ ტყიბულელი მეშახტეების ბედთან დაკავშირებით ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. როგორც არეშიძე „ახალ თაობასთან" საუბარში აცხადებს, მისთვის გაუგებარია რატომ იყო ჩაფიძის კითხვა ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართული. პოლიტოლოგის თქმით, ჩაფიძეს ტყიბულელ მეშახტეებთან დაკავშირებით, პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის უნდა მიემართა.


„ელისო ჩაფიძემ დასვა შეკითხვა, რომელიც მეშახტეების ბედს ეხება. ეს აბსოლუტურად ნორმალური შეკითხვაა, მაგრამ რატომ იყო მიმართული ბიძინა ივანიშვილისადმი, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

 

ჯობდა, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელებისთვის მიემართა, ან თუ რაღაც იცის დამატებით ელისო ჩაფიძემ, მაშინ უნდა მოეხერხებინა და მოეგვარებინა ეს საკითხი პირადად ბიძინა ივანიშვილთან. რამდენადაც მე მახსოვს, მათ გადასარევი ურთიერთობა ჰქონდათ თავის დროზე. თუ ეს ეხება კანონმდებლობას ან მთავრობის არასწორ ქმედებას, მაშინ ამაზე ლაპარაკი აუცილებელი იყო, მაგრამ საჭირო იყო სწორი მისამართის შერჩევა", - აცხადებს არეშიძე.

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×