logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ნატო ჩხეიძე ამ ეტაპზე ფრაქციაში რჩება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ის ფრაქციიდანაც წავა, ტრაგედია არ იქნება
- +

20 სექტემბერი. 2018. 01:50

 

 

„კონსულტაციები არავისთან მიმდინარეობს, ნატო ჩხეიძე პარტიიდან წავიდა, მაგრამ ამ ეტაპზე, ფრაქციაში რჩება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ თუ ის ფრაქციიდან წავა, ტრაგედია არ იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

 

„მინდა, უფრო საღად ვუყურებდეთ ცხოვრებასაც, პოლიტიკასაც და საერთოდ, რეალობას. დავრჩებით დამოუკიდებელ დეპუტატებად?! ისევ ერთი გუნდი ვიქნებით, ისევ საქართველოს პატრიოტები ვიქნებით.

 

მე პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, თუ კენჭს მიყრიან და გადამირჩევენ. მიყარონ კენჭი და გადამირჩიონ. ველოდები, ვინ აწევს ხელს, რომ გადამაყენონ. მე რიგითი დეპუტატის სტატუსიდან და პოსტიდანაც თავისუფლად შემიძლია ვიმოქმედო და გავიტანო ის, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×