logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: ვაშაძეც და ბაქრაძეც ზნეობისგან დაცლილი ადამიანები არიან!
- +

25 სექტემბერი. 2018. 02:06

 

 

„გრიგოლ ვაშაძეც და დავით ბაქრაძეც პირადად ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, მათი წარსულის გამო და „მოღვაწეობის” გამო“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა „tvპირველის“ ეთერში განაცხადა. ოთხმეზურმა ასევ დასძინა, რომ  ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი „ზნეობრივად დაცლილია.“

 

„ორივე ზნეობისგან დაცლილი, რასაც ჩასძახებდნენ იმას იძახდნენ, ორივე ქვევრივით იყო, ვაშაძეზე ლაპარაკიც აღარ მინდა, „პაგონები არტყია იმიტომ, რომ სხვანაირად მას იმ ბირთვული კომისიის შემადგენლობაში არ შეიყვანდნენ. ომის მერეც იყო რუსეთის მოქალაქე და  მას ეკუთვნის განცხადება, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის და მას ეკუთვნის ის გაგზავნილი დეპეშაც რუსეთში, კონცერტი ჩაგვატარებინეთო.

 

დაახლოებით იგივე აზრი მაქვს ბაქრაძეზეც. პიროვნება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ერთი სიტყვა არ დაცდენია იმ ორ პარლამენტარზე, რომელიც ცემაში მოკლეს. ეს ხალხი რომ კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე იყვნენ არ შეიძლება”– განაცხადა ოთხმეზურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×