logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: ჩვენ ჩვენი ლტოლვილებიც გვყოფნის
- +

27 სექტემბერი. 2018. 16:55

 


როგორ აფასებენ პოლიტიკოსები უცხოტომელთა მომრავლებას საქართველოში, ამ თემაზე კომენტარი კობა დავითაშვილმა ჟურნალ „გზასთან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა თავის სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს.


„ჩემი შეხედულება ასეთია: ყველა თავის სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს და ვინც არ ცხოვრობს, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს. ემიგრაციაში მყოფ ქართველებს  პირობები უნდა შევუქმნათ, რომ აქ იცხოვრონ. ფერეიდნელი ქართველებიც, რომლებიც საქართველოს ასწლეულების განმავლობაში მოსწყდნენ, სამშობლოს აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ - ასეთია ჩემი პოზიცია. ბევრს ჰგონია, რომ ეს მოსაზრება თანამედროვე მსოფლიოში არაპოპულარულია, მაგრამ ასე არ არის. მსგავსი მოსაზრებები ე.წ. ელიტას არ მოსწონს, რომელიც მთელ მსოფლიოს თავზე აზის, მაგრამ უკვე ყავლი გაუვიდა და ნელ-ნელა შორდება ხელისუფლებას როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ვფიქრობ, მოქალაქეობის მიღებაც უნდა გართულდეს. უცხოელმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა სურს, კარგად უნდა იცოდეს ქართული ენა, ჩვენი ისტორია და კულტურა. მოკლედ, გაქართველება უნდა სურდეს. თუ გაქართველდება, მივცეთ მოქალაქეობა, თუ არა და, თავის ქვეყანაში მიბრძანდეს. ჩვენ ჩვენი ლტოლვილებიც გვყოფნის და სხვების დამატება აღარ გვჭირდება“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner