logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არასამთავრობოების განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზის გაგრძელებაა
- +

1 ოქტომბერი. 2018. 22:30

 

 

„გულდასაწყვეტი და მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი აკეთებს განცხადებას, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მათი განცხადება რას ეფუძნება და რას ეყრდნობა. ჩემთვის ნამდვილად გულდასაწყვეტი და მიუღებელია, რომ არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი აკეთებს განცხადებას, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა ესეც გასაგებია, აქაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზი და იმ ხაზის გაგრძელება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კახა კალაძეს გადაცემის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაზე ჰკითხა, რომელშიც არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×