logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ათით ნულს მოვუგებთ!
- +

3 ოქტომბერი. 2018. 00:53

 

 

„ჩვენ, რეალურად, ამ არჩევნებშიც ათით ნულს  მოვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. მეორე ადგილზე, ვიცით, რომ გავა ვაშაძე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი მეტასტაზებით და სატელიტებით, ფიქტიურით თუ ფაქტიურით, ჩავტოვოთ იმ შედეგში, მაქსიმუმ ისიც, რაც მიიღეს მათ 2016-2017 წლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მოვიდეს არჩევნებზე და კიდევ ერთხელ გასცეს პასუხი „ყველა იმ უბედურებას, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე.“

 

„ფეხბურთს რომ თამაშობენ ბრაზილიის და ანდორის ნაკრებები, არ ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიის ნაკრები უნდა გაჩერდეს,  მიუხედავად იმისა, რომ ათით ნულს მოუგებს, წინასწარ არის ცნობილი. თუ ფეხს არ გაანძრევ, ათით ნულს ვერ მოიგებ. ჩვენ, რეალურად, ამ არჩევნებშიც ათით ნულს  მოვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“.

 

მეორე ადგილზე, ვიცით, რომ გავა ვაშაძე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი მეტასტაზებით და სატელიტებით, ფიქტიურით თუ ფაქტიურით, ჩავტოვოთ იმ შედეგში, მაქსიმუმ ისიც, რაც მიიღეს მათ 2016-2017 წლებში. ეს იყო,  შეგახსენებთ 27%-ი. 27%-ს „ნაციონალური მოძრაობა“  არ უნდა ასდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გამოვიდეს არჩევნებში და კიდევ ერთხელ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებას, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×