logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ზაალ უდუმაშვილმა თემურ ჩარკვიანი მოიკითხოს, დიდი სია მაქვს, თუ უნდა გავუგზავნი
- +

3 ოქტომბერი. 2018. 01:48

 

 

„ნაციონალური მოძრაობა „ომეგას“ და „იბერიას“ დასაცავად რომ გამოვა კომიკური სურათი იქნება, იმიტომ რომ ზუსტად მათგან იყო რეპრესირებული ეს კომპანია და ათასი სხვა კომპანია“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, ზაალ უდუმაშვილმა თემურ ჩარკვიანი მოიკითხოს.

 

„ამ ცნობილმა ბიზნესმენმა, რომლის გაკეთებულ სიღნაღს და ბათუმს ჭრიდა ლენტების სახით სააკაშვილი, თავი ჩამოიხრჩო და წერილი დაწერა რომ ადეიშვილის გამო და მისი მეგობრების გამო. ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ სიცოცხლე საკუთარი ხელით მოისწრაფა. დიდი სია მაქვს, თუ უნდა გავუგზავნი“ - განაცხადა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×