logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილს უნიჭო დრამატურგია გამოუვიდათ!
- +

3 ოქტომბერი. 2018. 01:59

 

 

„ნიკა გვარამიასა და ზაზა ოქუაშვილს მაინც უნიჭო დრამატურგია გამოუვიდათ, რადგან ჩანაწერებში წინადადებები ზუსტად იქ წყდებოდა, სადაც ეს „რუსთავი 2“-სა და გვარამიას აწყობდა“, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ისტერიკა და კარგად დადგმული სპექტაკლია.

 

„სხვათა შორის, ეს ყველაფერი ზაზა ხატიაშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, მაშინ როცა ჩხარტიშვილთან მიმართებით არსებული ანალოგიური ჩანაწერები არაავთენტური და დამონტაჟებული აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ექსპერტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

მისი თქმით, არის ძალიან დიდი, დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ არის ორგანიზებული.

 

„ადამიანი ამბობს, რომ მის ბიზნესზე ზეწოლა მოახდინეს, არადა ბიზნესზე ზეწოლის გაკვეთილები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგა ხნის წინ უკვე ჩაგვიტარა და ვიცით, რომ როცა ბიზნესზე ზეწოლა ხდება, როგორც წესი, მათ ამ ყველაფერზე საუბრის ძალიან ეშინიათ. ახლა კი ვხედავთ, რომ სიტუაცია პირიქით არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 მილიონი დოლარის გადახდა ეკისრება, რომლის გადახდაც თერთმეტჯერ გადაუწიეს და ყველა ჩართული იყო იმაში, რომ რამენაირად დახმარებოდნენ, რათა ამ რთული მდგომარეობიდან გამოეყვანათ, მაგრამ ის დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეხმატკბილებული და ბიზნესის შევიწროებაზე საუბრობს.

 

„ბოლოს მაინც რომ არ ეთქვა, ქართველი ერი უნდა გადავარჩინოთ და მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეთო, შეიძლებოდა, სადღაც ვინმე მაინც მოტყუებულიყო, მაგრამ ამ სცენებიდან გამომდინარე, ახლა უკვე ყველაფერი აშკარაა. ეს ხომ ჩვეულებრივი, იაფფასიანი დრამატურგია იყო?!“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

 

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილია აუდიოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა იმ პირის დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×