logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: წარსულში ნუ გვაბრუნებთ!
- +

4 ოქტომბერი. 2018. 16:17


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა გადაცემაში „პირისპირ“ ოპოზიციის ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ოპონენტები გვაბრუნებენ წარსულში.

„მართლა ყველა დაიღალა ამ წარსულის შეხსენებით. სანამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ნარატივში გვამყოფებთ და გვაბრალებთ იმას, რაც თქვენ გააკეთეთ, თქვენ გვაბრუნებთ წარსულში. სამომავლო პროექტებზე საუბარი არ არის, ყველაფერი ნორმალურად მიდის. როდესაც რეალობის მოდელირებით ცდილობთ, ყველაფერი დაგვაბრალოთ, რაც თქვენ დროს ჩაიდინეს, იმიტომ, რომ ბოლოს თქვათ, ჩვენ ერთი და იგივე ვართ და მოდი, 2 ცუდს შორის გააკეთეთ არჩევანი, ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ თქვენ არ ვართ, ნუ გვაბრუნებთ წარსულში“,
- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×