logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: პირად ცხოვრებას მიწა მივაყარე...
- +

4 ოქტომბერი. 2018. 18:10

 


„უკვე 4 წელზე მეტია ჩაკეტილად ვცხოვრობ, სრულ სიმარტოვეში“,
- პიარტექნოლოგმა, ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ პირად ცხოვრებასა და ბიზნესზე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.


„სიღნაღში პატარა და ლამაზი სასტუმრო მაქვს, ეს არის ჩემი კაპიტალი. როდესაც 50 წელს უახლოვდები, მგონია, რომ რაღაც კაპიტალი უნდა გქონდეს შექმნილი, იფიქრო პენსიაზე. სიღნაღის სასტუმრო ჩემი საპენსიო ფონდია. პირად ცხოვრებას მიწა მივაყარე და ბიზნესი ამიტომაც გამომივიდა. შემიძლია გითხრათ, რომ საკუთარი თავისთვის სივრცე 100 პროცენტით თავისუფალი მაქვს. ჩემს ცხოვრებაში მამაკაცის არყოფნა საშუალებას მაძლევს, ბოლომდე გავიხარო. ღმერთს ქალისთვის ხელისშემშლელი მეტი არაფერი გაუჩენია. ძალიან დიდი ხანია სტაბილურად მარტო ვარ, სამაგიეროდ ბიზნესის განვითარებას ვახერხებ. ჩემს კისერზე დიდი ოჯახია და მათი მოვლა-პატრონობა არც ისე მარტივია. ჩემთვის დღეს ფინანსური კეთილდღეობაა პრიორიტეტი. უკვე შვილიშვილები მყავს და არანაირი უფლება არ მაქვს, ვიღაცასთან ერთად ვისკი დავლიო, გავუღიმო და ლამაზი ღამე მქონდეს. ყველა ეძებს ნაზ ქალს გასართობად, მე ვარ მკაცრი ქალი - არა გართობისთვის. იცით, რა? მე არ მჭირდება სექსი იმისთვის, რომ მამაკაცი იყოს ტრენაჟორი. თუ სიყვარული მოვა, ყველაფერი ისედაც კალაპოტში ჩადგება“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×