logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბანდა არის დამნაშავე ქვეყნის წინაშე!
- +

11 ოქტომბერი. 2018. 20:57

 

 

„საქართველოს 2008 წელს ომი არ დაუწყია. ჭკუათმყოფილი ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის რომ ომი საქართველომ დაიწყო, რადგან საომარი ოპერაციები მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. რუსეთის ჯარი შემოვიდა აქ და ჩვენ არსად არ წავსულვართ“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. ოთხმეზური სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება 2008 წლის ომში პროვოკაციას წამოეგო.

 

„2008 წლის ომი „ნაც.მოძრაობის“ აგორებული თეზაა, რომ ამბობენ საქართველომ დაიწყო ომი, იმაზე როდესაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი წამოეგო პროვოკაციას. ე.ი. არ შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს შეეშალა. აი, ეს რომ არ ითქვას იმ წუთში გწვდებიან ყელში რომ აი ჩვენ დავიწყეთ? არა ბატონო, ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა და იმ დროინდელმა მთავრობამ, არ ვიცი, გაუაზრებელი იყო თუ გააზრებული, შეცდომა იყო თუ დანაშაული, მისცა იმის საშუალება რუსეთს, რომ ფართომაშტაბიან საომარ ოპერაციებში გადაეზარდა მთელი ეს ამბავი. სალომე ზურაბიშვილს ვეთანხმები, რადგან ეს ფაქტია და ამ ფაქტს იგივე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოაწერეს ხელი. დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბანდა არის დამნაშავე ქვეყნის წინაშე!“ - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×