logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: უგულავას განცხადება სიცრუეა – ეს ადამიანები არ ყოფილან „ქართული ოცნების” წევრები!
- +

12 ოქტომბერი. 2018. 03:56

 

 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სიცრუეს და უპასუხისმგებლოს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნებას“ მხარდამჭერები ტოვებენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან. ამის შესახებ იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეტერში განაცხადა. მისი თქმით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პოლიტიკური პარტიის დაშლის პროცესს.

 

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან ”ქართული ოცნების” წევრები, ეს არის მორიგი ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ძალიან საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ეს ლოგიკურია ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პარტია სულ უფრო მეტად კარგავს , როგორც წევრებს, ისე მხარდამჭერებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×