logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მუქარის არ გვეშინია, იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს
- +

17 ოქტომბერი. 2018. 02:28

 

 

„ჩვენ მუქარის არ გვეშინია, იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ეს არის მთავარი ჩვენს საქმეში“- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

 

მისი თქმით, „საზოგადოებამ ნახა ერთი სპექტაკლი, რომელიც მალევე ჩაიშალა, მეორე სპექტაკლი, ასევე მალე ჩაიშალა, ასევე შეიძლება მესამე, მეოთხე სპექტაკლი ხელოვნურად დაიდგას“.

 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპები და სწორი პრინციპების მიხედვით რომ ვმოქმედებთ, მაგიტომ ვერაფერს გვაკლებს ვერც ნიკა გვარამია და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“. მათ არ აქვთ ამისთვის საფუძველი. საფუძველს ჩვენ არ ვაძლევთ არავის, ჩვენ ვთქვით იგივე საქმესთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება მირზა სუბელიანს. თუ არ არსებობს დანაშაული, გადაცდომა, ვერანაირი ხელოვნური ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×