logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ბადრი პატარკაციშვილი სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა
- +

27 ოქტომბერი. 2018. 11:22

 

 

ბადრი პატარკაციშვილის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ 2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი მილიარდერისა და მეცენატის მკვლელობის კვალი აუცილებლად სააკაშვილთან მივა.

 

„არასოდეს არცერთი წუთითაც კი არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ბადრი პატარკაციშვილი სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა. ძალიან კარგად მახსოვს, რამხელა ზეწოლა ხორციელდებოდა ბადრიზე, მის ოჯახსა და თითოეულ ჩვენგანზე, ვინც კი იმ ფაშისტურ რეჟიმს ვებრძოდით. ისიც მახსოვს, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაც - სააკაშვილმა პატარკაციშვილის ლიკვიდაცია დამავალაო!

 

როგორც ლიბანის პრემიერ-მინისტრი რაფიკ ხარირი ააფეთქეს საკუთარ ავტომობილში, პატარკაციშვილიც ასე უნდა მოვიშოროთო, - უთხრა სააკაშვილმა ოქრუაშვილს, რომელმაც ეს არა მხოლოდ ტელეეთერით გააცხადა, არამედ ჩემთვისაც რამდენჯერმე აქვს მოყოლილი“, - აცხადებს „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში გოგა ხაინდრავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner