logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ბადრი მოკლეს!
- +

27 ოქტომბერი. 2018. 14:28

 

 

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, რომლითაც „სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ბანდის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დასტურდება“.

 

ნონა გაფრინდაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზების შესახებ აუცილებლად იქნებოდა ინფორმირებული მაშინდელი გენპროკურორის მოადგილე და „რუსთავი 2“-ის დღევანდელი შეფი ნიკა გვარამია.

 

„არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ბადრი მოკლეს! სააკაშვილი რომ ბადრის ვერ იტანდა და მისი ძალიან ეშინოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ რაც მოვისმინე, შოკში ვარ! ის, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა ბადრის მკვლელობას გეგმავდნენ, ჩვენ ვიცოდით. ერთ პიროვნებას ხელში ჩაუვარდა სააკაშვილის ერთ-ერთი ბანდიტის, თუ არ ვცდები, „მასტერას“ სატელეფონო საუბარი ვიღაც ჩეჩენ ტერორისტთან და ფირი მოგვიტანა,  მაგრამ მთელი სახელმწიფო მანქანა, სააკაშვილის ბოროტების ბუდე თუ ამ დონეზე იყო მოქოქილი ბადრის მოსაკლავად, კიდევ ვერ წარმოვიდგენდი. ხომ გეუბნებით, მოსმენილით, ნანახითა და განცდილით შოკში ვარ“, - აცხადებს გაფრინდაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×