logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: ჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, ჩანს, რომ სააკაშვილის ბანდამ ზურაბ ჟვანიაც მოკლა!
- +

27 ოქტომბერი. 2018. 19:43

 

 

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, რომლითაც სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ბანდის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დასტურდება.

 

„სააკაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც 2005 წლის თებერვალში ჟვანია მოკლეს! ბადრი ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობდა და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ბადრი სააკაშვილს დაუპირისპირდა და სხვა ბანაკში აღმოჩნდა.

როგორც ვიცი, 2005 წლის თებერვლის შემდეგ, როცა ჟვანია მოკლეს, სააკაშვილისა და ბადრის გზები გაიყო. ბადრი სააკაშვილს მეგობრის მკვლელობას არ პატიობდა! ეს მე ძალიან შინაურული სიტუაციიდან ვიცი... სხვათაშორის, იმ ჩანაწერში, რომელიც ამ დღეებში პროკურატურამ გაავრცელა, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის ბანდამ ზურაბ ჟვანიაც მოკლა! იქ არის ერთი ფრაზა, სადაც სწორედ ჟვანიას მკვლელობაზეა ლაპარაკი...“ - აცხადებს გაფრინდაშვილი.

 

მისივე განცხადებით, სააკაშვილის ნაცებიც და ბოკერიას ნაცებიც, ყველანი დამნაშავენი არიან, მათ ნამდვილად სურდათ ბადრის სიკვდილი, გეგმავდნენ მის მკვლელობას და  ერთმანეთსაც კი არ ენდობოდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×