logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილსა და მის დამქაშებს სინდის-ნამუსი და ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ
- +

27 ოქტომბერი. 2018. 23:17

 

 

რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ბრალდებულ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით საუბრობს, რომელიც გლდანის ციხიდან პირდაპირ „რუსთავი 2“-ში მოხვდა და დიდი სკანდალი გამოიწვია.

 

„ეს არის კარგად ჩაფიქრებული და განხორციელებული სიბინძურე, რომელზეც ძალიან დიდი ფულია დახარჯული. სააკაშვილსა და მის დამქაშებს სინდის-ნამუსი და ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, თორემ ბინძური პროვოკაციების ორგანიზების ნიჭი და უნარი ნამვილად აქვთ.

 

ძალიან კარგად მესმის, სუბელიანი ფსიქოლოგიურად რა მდგომარეობაშიც არის. წარმოიდგინეთ, ყოფილი ძალოვანი, პროკურორი კაცი ზის ციხეში, სადაც მისთვის აბსოლუტურად მტრული ატმოსფეროა, რადგან არცერთ ქვეყანაში არცერთ პატიმარს პროკურორი, რბილად, რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატება. ამასთან, იმ საშინელ ფსიქოლოგიურ წნეხსაც თუ გავითვალისწინებთ, რომელიც სუბელიანის, მისი ოჯახის, მისი მცირეწლოვანი შვილის წინააღმდეგ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამ კაცის სასოწარკვეთილება და ნებისმიერ ფასად ციხიდან გამოსვლის სურვილი ნამდვილად არ არის გასაკვირი“, - აცხადებს ხაინდრავა.

 

მისივე თქმით, მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სამარცხვინო დევნა მიმდინარეობს.

 

„პირდაპირ ვამბობ, რომ მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სამარცხვინო დევნა მიმდინარეობს! მაჩვენეთ საქართველოში ერთი მამა მაინც, რომელიც სუბელიანის მსგავსად არ შეეცდებოდა, საკუთარი შვილი შარისა და ხათაბალისათვის მოერიდებინა!

ეს კაციჭამიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, კახიძეები და ბოკერიები ისტერიულად ითხოვდნენ - „დაიჭირეთ მირზა სუბელიანი! ქვეყნიდან არ გაუშვათ! ცოლი დაუჭირეთ! შვილი დაუჭირეთ“!

გაგიჟდა ის კაცი და ბოლოს თავისი ფეხით შევიდა ციხეში!

სარალიძე რატომაც ითხოვს სუბელიანის დახვრეტას და დაწვას, გასაგებია, მაგრამ თქვენ რა გინდათ, თქვე არამზადებო - ბოკერიებო, კახიძეებო და ხოშტარიებო?! თქვენი ბრალია, რომ იმ კაცმა ციხეში თავის მოკვლა სცადა და მის შვილსაც თქვენ უბიძგეთ, რომ თვითმკვლელობა ეცადა!“ - აცხადებს ხაინდრავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×