logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ნაციონალური რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს!
- +

27 ოქტომბერი. 2018. 23:48

 

 

„არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეყანაში ასე დატოვება. პოლიტიკური განაჩენი მაინც უნდა იქნას მათ მიმართ გამოტანილი“, - ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

„სხვა შემთხვევაში ისინი ვერ მოისვენებენ. დამნაშავეს ციხეში იმიტომ სვამენ, რომ მისი საზოგადოებაში ყოფნა არ შეიძლება.

ისინი არ შეიცვლებიან! ხომ ხედავთ, როგორც კი დასჭირდათ, ისევ თავიანთი ბრძოლის ძველ მეთოდებს დაუბრუნდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არის კრიმინალების ჯგუფი და მხოლოდ მერაბიშვილის ციხეში ჩასმა საქმეს ვერ უშველის. ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ერთად ხოცავდნენ და აუპატიურებდნენ ხალხს, ერთად გეგმავდნენ ზურაბ ჟვანიასა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობებს! ამიტომაც ნაციონალური რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს! ირმა ინაშვილის მიერ შემუშავებული რეზოლუცია ბოლომდე უნდა მივიდეს. დიახ, ქართველი ხალხის მოთხოვნაა დამნაშავე ნაციონალების გასამართლება და ვიდრე ეს არ მოხდება, მუდმივად ასეთ ორომტრიალში ვიქნებით!“ - აცხადებს ხათუნა ხოფერია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×