logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მკვდარი ჟვანია გჯობია ცოცხალ-მკვდარ სააკაშვილს!
- +

28 ოქტომბერი. 2018. 03:18

 

 

ყოფილი პარლამენტარი და ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია არჩევნების წინ გარდაცვლილ პრემიერზე საუბარს არ აპირებდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს ის შემთხვევაა, როცა გაჩუმებაც არ ღირს.

 

„მოახლოვდა თუ არა არჩევნები, ნაციონალებმა ჩვეული წესებით დაიწყეს ბრძოლა - ფარული ჩანაწერებითა და შანტაჟით! რა გასაკვირია, თუ პროკურატურის ხელშიც აღმოჩნდა მათი ჩანაწერები?! საშინელი მოსასმენია ცინიზმით დაგეგმილი პატარკაციშვილის მკვლელობა, მაგრამ კიდევ უფრო ამაზრზენია ის, რაც ჩანაწერის ბოლოს ზურაბ ჟვანიაზე ითქვა. ფაქტობრივად, ზურას მკვლელობა მოჰყავთ არგუმენტად და გარანტიად იმისა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაციაც ხახვივით შერჩებათ“, - აცხადებს ხოფერია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას უცნაურ გარემოებაში გარდაცვალების ფაქტი ვერასოდეს დაძველდება, ვიდრე საქმე ოფიციალურად არ დაიხურება.

 

„დიახ, მე კიდევ მაქვს იმედი, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნება!

ახია სააკაშვილზე! დღეს მას ღალატობენ თავისი გაზრდილი, გამოკვებილი, სანაგვედან სავარძელში ჩაბრძანებული შნირები.

ახლა მაინც ხვდები, რა დიპლომატი იყავი იმ მომენტში, მიშა, როცა ზურას ბრძოლა დაუწყე? გახსოვს, სიკვდილამდე 10 დღით ადრე რა გითხრა ზურამ, როდესაც შენ და სანდრა მის სანახავად სახლში მიხვედით?

გამოფხიზლდი, მიშა, რამე არ დამემართოს, თორემ დაიღუპებიო... ახლა მაინც თუ შეაფასე სათანადოდ ვანიას სიძლიერე? არავის გაუბედავს ცოცხალი ზურასთვის ღალატი შენი ჩათვლით, ყველანი, უკანა თათებზე შემდგარი ელაქუცებოდით. შენ კი თითქმის ყველამ გიღალატა! აბა რა გეგონა, სათითაოდ, რომ დაამუშავე ზურას ლეკვები, გვერდით დაიყენე, მკვდარს მიუსიე და თანამდებობები ჩამოურიგე?! მკვდარი ჟვანია გჯობია ცოცხალ-მკვდარ სააკაშვილს! ასეა, მიშა, ცხოვრება მურტალია! ცოდვა-მადლი სანთელ-საკმევლით დადის! შენისთანა ლეშს შიგნიდან ჭამენ მატლები!“ - აცხადებს ხოფერია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×