logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: საქართველოდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს ის ჩირქგროვა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია!
- +

28 ოქტომბერი. 2018. 03:21

 

 

„საქართველოდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს ის ჩირქგროვა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, თავისი განაყოფითა და გამონაყოფით“, - ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

„სანამ „რუსთავი 2“ არსებობს, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია, სანამ ბოკერია დეპუტატია და საქართველოში ბოლშევიკურ-ნაცისტური ბაცილა ცოცხლობს, ქვეყანა პოლიტიკური ჭაობიდან ვერ ამოძვრება და წინ ვერ წავა.

 

გრიგოლეტო ვაშაძე იძახის, რომ პრეზიდენტი თუ გახდება, მაშინვე შეიწყალებს სააკაშვილს, მერაბიშვილს, ახალაიებს და მთელ მანქურთებს, კოხტა კოდუას, მეგის ქარდავასა და იმ ყავარჯნიანი ჯალათის ჩათვლით, რომელიც სამეგრელოს ტყეში კაცებს აუპატიურებდა.

ყველამ, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ და გრიგოლეტო ვაშაძეს აძლევს ხმას, უნდა იცოდეს, რომ ხმას აძლევს ხელისუფლებაში ყავარჯნიანი ჯალათის დაბრუნებას, რათა მან კვლავ გააუპატიუროს მათი ქმრები, მამები, ძმები და შვილები!

სააკაშვილის, ბაქრაძისა და ვაშაძის მხარდაჭერებს, შესაძლოა, ძალიანაც უნდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ჩვენ საქართველოს კოხტა კოდუებს, მეგის ქარდავებსა და ყავარჯნიან გამაუპატიურებლებს ვერ დავუთმობთ!“ - აცხადებს ხაინდრავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×