logo_geo
eng_logo
გიორგი აბდალაძე: გრიგოლ ვაშაძემ კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვეს ციხეში, რატომ აწამებინეს ჩემი თავი 2012 წელს?!
- +

31 ოქტომბერი. 2018. 01:27

 

 

„მოსახლეობამ გამოუტანა განაჩენი „ნაციონალურ მოძრაობას” ერთადერთი მიზეზის, უსამართლობის გამო; საკუთარ სახლში ადამიანები ჩურჩულით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ყველა საძინებელში კამერებით იყვნენ შემძვრალი“,- ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში განცხადა.

 

„2013 წელი იყო, თუ 2014 რომ დაწვეს ტონა-ნახევარი დისკი. თქვენ რა გგონიათ, ისინი შეიცვლებიან?! ისევ შეძვრებიან თქვენს საძინებლებში და ისევ აწამებენ გლდანის ციხეში ჩემნაირ უდანაშაულო ადამიანებს. გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში? “ქართული ოცნებას” პასუხს სთხოვს მოსახლეობას დღეს ერთი რამის გამო – პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამას სჩადიოდა, არ შეაფასეს და არ დაარქვეს თავისი სახელი“,-აღნიშნა გიორგი აბდალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×