logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: სალომემ უნდა მოიგოს სხვა გზა არ არის - თორემ იქნება, „ყველანი ციხეში” და „ზედ ორი გვამი”
- +

31 ოქტომბერი. 2018. 04:06

 

„შენ გირტყამდნენ თავში „იმედში”, მე კი არა“ - ასე მიმართა ლალი ბადურაშვილმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას.

 

„ჩემი მოლოდინი იყო, რომ პირველ ტურში ყველაფერი დამთავრდებოდა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. იმიტომ კი არა რომ მე მომწონს, მონაცემები ხომ არის. ბაქრაძის მონაცემები ხომ ვიცით, ტანკები რომ იყო მოსული და დანა-ჩანგლებით წადიო. ინგა, შენ გირტყამდნენ თავში “იმედში”, მე კი არა”, – განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

 

მას ინგა გრიგოლიამ უპასუხა: “არ მავიწყდება ჩემი წარსული”.

 

რაზეც ბადურაშვილი პასუხობს: “ძალიან კარგი. ვიცი რომ არ დაგავიწყდება, იმიტომ რომ ჭკვიანი ხარ.

 

სალომე ზურაბიშვილი არის გონიერი, ჭკვიანი, სადაც უმსახურია, ყველგან არაჩვეულებრივი და ბრწყინვალე იყო. შევცდით. “ოცნებამ” ჩათვალა, რომ მაინც გამარჯვებულები ვართ და ბევრი დაჯდა სახლში. სალომემ უნდა მოიგოს სხვა გზა არ არის. თორემ იქნება: „ყველანი ციხეში” და „ზედ ორი გვამი”. ვისზე მელაპარაკებით?!” – განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×