logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ქართველებო, ეს არ უნდა „შევიწეროთ“!
- +

9 ნოემბერი. 2018. 14:42

 

„შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, ხოლო იქიდან ქართულ ინტერნეტსივრცეში ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი თემურ ალასანია ქართველებს უშვერი სიტყვებით აგინებენ“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს სტატიაში სათაურით - „ქართველებო, ეს არ უნდა „შევიწეროთ“!

 

„უფრო სწორად, ქართველებს „კაგებეს“ მსხვილფეხოსანი ალასანია აგინებს, მისი დისშვილი - „კაგებეს“ წვრილფეხოსანი სააკაშვილი კი ბიძას კვერს უკრავს:

 

„ეს არის, ავადმყოფი ერია, რა. ეს არის... ამათ სანამ არ დააჯ...ამ თავზე და სანამ დედას არ მოუ...ავ, ვერ იგებენ ვერაფერს, რა“.

 

სააკაშვილი, როგორც გითხარით, ბიძამის ეთანხმება და ეუბნება:

 

„ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ეხლა რატომ იქნება...“

 

თემურ ალასანია უფრო მწარედ აგრძელებს ქართველების გინებას:

 

„მაგათი დედა მოვ...ან მე, ქართველების, „პროსტა“. ქართველების დედა მოვ...ან, „პროსტა“. ვინ არიან ესენი, ტო? ეს ავადმყოფი ერი ვინ არის, ტო?“

 

თემურ ალასანია ქართველების შესახებ რომ იძახის - ამათ სანამ დედას არ მოუ...ნავ და არ დააჯ...ამ, ვერაფერს იგებენო - ამას პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს.

 

აკი, ალასანიამ და მისმა დისშვილმა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე დაიწყეს იმის ქმნა, რასაც ახლა ფარულ ჩანაწერში ვერბალურად უშვებიან ქართველებს, მაგრამ ქართველებმა მანამდე ვერაფერი გაიგეს, სანამ ვიდეოკადრებში საკუთარი თვალით არ ნახეს, თუ რას სჩადიოდა სააკაშვილისა და ალასანიას რეჟიმი ციხეებში, პოლიციის განყოფილებებსა და სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ საწამებელ ბუნაგებში!

 

და როგორ მოიქცნენ ქართველები მას შემდეგ, რაც საკუთარი ყურით მოისმინეს, როგორ აგინებენ და ათახსირებენ მათ მსხვილფეხა „კაგებეშნიკი“ თემურ ალასანია და მისი დისშვილი - „კაგებეს“ ჯარის ეფრეიტორი სააკაშვილი?

 

თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, ღირსების განცდით აიჯაგრნენ და საარჩევნო ურნასთან გასცეს საკადრისი პასუხი ბიძა-დისშვილის სიბილწეს?

 

არა, ჩემო ბატონო, სულ პირიქით მოხდა - ნახევარ მილიონზე მეტმა ქართველმა სააკაშვილისა და ბიძამისისგან დედის გინება დედის რძესავით შეირგო და ხმა მისცა „კაგებეს“ ნომენკლატურის ღვიძლს კადრს გრიშა ვაშაძეს.

 

ნახევარ მილიონზე მეტმა ქართველმა ვაშაძისთვის ხმის მიცემით „მესიჯი“ გაუგზავნა სააკაშვილს და ბიძამისს - მართლები ბრძანდებით, ჩვენ ავადმყოფები ვართ და სანამ თავზე არ დაგვა...ამთ სანამ დედას არ მოგვი...ნავთ, ვერაფერს ვიგებთო!

 

რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?

 

იმ ნახევარ მილიონზე მეტ ქართველს, რომელმაც სააკაშვილსა და თემურ ალასანიას პირველ ტურში კვერი დაუკრეს - მართლები ბრძანდებით, ჩვენ ავადმყოფი ერი ვართ და სანამ თავზე არ დაგვა...ამთ სანამ დედას არ მოგვი...ნავთ, ვერაფერს ვიგებთო - კიდევ რამდენიმე ათეული ათასი ქართველი - დავით ბაქრაძისა და „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველი - დაემატება.

 

ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, არის ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ასევე გაიზრდება ან სულ გაორმაგდება იმ ქართველების რაოდენობა, რომლებმაც სააკაშვილისა და ბიძამისისგან გინება არც პირველ ტურში „შეიწერეს“.

 

ასეთი ქართველები მეორე ტურში უზრუნველყოფენ იმას, რომ სააკაშვილსა და ალასანიას აღარასდროს ექნებათ საშუალება, ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენონ.

 

ასეთი ქართველები მეორე ტურში საარჩევნო უბნებს მიაწყდებიან და დაამტკიცებენ, რომ ავადმყოფები არ არიან!

 

არადა, სამწუხაროა, რომ ამის დასამტკიცებლად მეორე ტური და „დამატებითი დრო“ დაგვჭირდა!

 

რას ვიზამთ, ქართველების ამბავი ასეა: ღმერთი მიწებს რომ არიგებდა, იქაც კი დავიგვიანეთ!“ - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×