logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თუ სააკაშვილი, ვაშაძე და ბოკერიები დაბრუნდებიან, გაასმაგებულად შეეცდებიან ჩვენს განადგურებას!
- +

16 ნოემბერი. 2018. 01:55

 

 

„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს და წარსულში დაბრუნებას, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით ფიზიკურად 2004-2012 წლებში. მე ეს ძალადობა კინოფილმებში არ მაქვს ნანახი. ეს ძალადობა მე და ჩემნაირებმა გადავიტანეთ ჩვენს თავზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა „რეაქციაში” განაცხადა.

 

 

„ამ ადამიანების, სააკაშვილის, ვაშაძის, ბოკერიების და ამ ჯგუფის გაკეთილშებილების იმედი ნამდვილად არ მაქვს. თუ თეორიულად ისინი მოვლენ ხელისუფლებაში არ გაკეთილშობილდებიან. პირიქით გაასმაგებული შეეცდებიან ჩვენს განადგურებას. ჩვენს წამებას, ჩვენს მოკვლას, რაც დაგვრჩა ქართული მიწები, იმასაც გააჩუქებენ და მოღალატურად ჩააბარებენ მტერს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×