logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: რა შეუძლია „ნაცმოძრაობას“ ჩემს თავზე და ჩემს ოჯახზე მაქვს გამოცდილი... ამას არ დავივიწყებ არასდროს!
- +

18 ნოემბერი. 2018. 02:44

 

რა შეუძლია „ნაცმოძრაობას“ ჩემს თავზე და ჩემს ოჯახზე მაქვს გამოცდილი... ამას არ დავივიწყებ არასდროს!“ - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

 

„რა შეუძლია „ნაცმოძრაობას“ ჩემს თავზე და ჩემს ოჯახზე მაქვს გამოცდილი. ამას არ დავივიწყებ არასდროს. არ ვსაუბრობ ნიშნისმოგებით, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. მე არავის უბედურებაზე არ ვსაუბრობ. რაც ამ ავაზაკების ხელში გადამხდა ამაზე გესაუბრებით. შეიძლება ვიღაცამ თქვას რა უკან იხედებიო, მაგრამ ეს მე არ მითქვამს, გენიოსმა თქვა: „აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომივლისო“. ამიტომ, ბუნებრივია ვერაფრით ვერ ვივიწყებ იმ წარსულს. როცა შენ 4-5 წელში დაივიწყებ, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს ამ ქვეყანაში, ან მაზოხისტი ხარ, ამ გულმავიწყი. მე ვერც ერთად გავიმეტებ საკუთარ ერს და ვერც მეორედ. სხვანაირად მოაზროვნე საზოგადოება ვართ და ცოტა დაფიქრება გვჭირდება.

 

მე არავის მოწოდება არ მჭირდება და არც არავის შეძახილი. იქ ვარ, სადაც ვიყავი. 2018 წელი მოვიდა და მე ფერი არ ვიცვალე. ის, რაც მოხდა 2004-ში, ეს აღარ უნდა განმეორდეს 2018-ში”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×