logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა ეს იყო სალომე ზურაბიშვილი!
- +

20 ნოემბერი. 2018. 23:46

 

„პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა და ევროპულობაც აჩვენა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

 

ბიძინა ივანიშვილმა ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოსა და პროკურატურის შეცვლის ბერკეტი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, რეალურად არ აქვთ.

 

„არაფერი რესურსი პრეზიდენტს არ აქვს, რასაც აცხადებენ კიდეც. ესენი არ მოდიან შესატყვისობაში საპარლამენტო რესპუბლიკის არჩევნებთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ლეგიტიმაცია ასეთი უფლებების მქონე პრეზიდენტთან თანხვედრაში არ არის.

 

მისი შეფასებით, ლეგიტიმაციის დონე არის მაქსიმალური, რადგან პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩევა.

 

„პირდაპირი პოლიტიკის შექმნა და ის უფლებები, რაც კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული, არ მოდის თანხვედრაში ამ ლეგიტიმაციასთან. ახალი კონსტიტუციის მიღებისას, მაშინაც გუნდმა სამწუხაროდ, ოპოზიციას გაუწია ანგარიში, თორემ ვენეციის კომისიასაც, ევროპასაც, ამერიკასაც მიაჩნდა, რომ პირდაპირი წესით არჩევნები აღარ უნდა იყოს. რამდენიმე ადამიანი გაიბუტა, რამდენიმე გაბრაზდა – ოპოზიციას იქნებ რაღაც მაინც დავუთმოთ, რომ გაერთიანდნენ. ხომ გახსოვთ, ქუდზე კაცი გამოიყვანეს, რომ კონსტიტუცია არ ვარგაო, არადა, საუკეთესო კონსტიტუცია მივიღეთ. მთელი ევროპა ტაშს გვიკრავს და ეს სიმახინჯე დაგვატოვებინეს. ამ ფონზე ახლა გამოდიან და ნახეთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, რომ შეცვლიან სასამართლოს, შეცვლიან პროკურატურას, არადა ამის მსგავსი არავითარი ბერკეტი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მან საპრეზიდენტო კანდიდატების ქცევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს „პატარა კაცები“ ებრძოდნენ.

 

„ერთადერთი კანდიდატი, ვინც კულტურულად იქცეოდა, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ვინც შესატყვისად საუბრობდა, ვინც ევროპულობაც აჩვენა, ჩვენც ნამუსი მოგვწმინდა, ასე ვთქვათ. ამ ფონზე სხვები რას აკეთებენ, ეს პატარა კაცები, ეს მცირე კაცები როგორ ებრძოდნენ. თუმცა ძლიერია ქალბატონი სალომე, მართლაც ძლიერი ქალბატონია და სხვათაშორის, გაუძლო ამას. თუმცაღა, ესმის, რომ გარკვეული ემოციები დაჯდა და დასჭირდა ამას ყველაფერს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×