logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ბიძინა ივანიშვილს სწორი აქცენტები ჰქონდა დასმული
- +

22 ნოემბერი. 2018. 19:10

„მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებში მზაობას ვხედავ, რომ არსებული შეცდომები გამოასწორონ“, - ამის შესახებ ექსპერტმა მირიან ყარაულაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.

 

„შეიძლება ადამიანმა ათასი თეორია შექმნას შეთქმულების, მაგრამ არ შეიძლება ადამიანმა იმდენად მოაჩვენოს თავი საზოგადოებას და იმდენად მოიტყუოს, რომ ამას ვერ მიხვდე. ბიძინა ივანიშვილი ბოლო ინტერვიუში, რომელიც „იმედის“ ეთერში გავიდა, განსაკუთრებულად გულწრფელი იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ მას სწორი აქცენტები ჰქონდა დასმული, თუ რამ გამოიწვია მიღებული შედეგები, რა პრობლემებია დღეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის და პირველ რიგში ის, რომ დაკარგულია კომუნიკაცია საზოგადოებასა და მმართველ ელიტას შორის. აბსოლუტურად შესაცვლელია სახელმწიფო სტრუქტურების მართვის სტილი, საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საზოგადოების მეტი ჩართულობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, რამეთუ დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლით, მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში. ამაში სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებას და არ უნდა შეუქმნას წინააღმდეგობები“, - განაცხადა მირიან ყარაულაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×