logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: ჩანაწერები და პოლიტიკური სპეკულაციები „ომეგას“ თემაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც...
- +

24 ნოემბერი. 2018. 02:39

 

„ჩანაწერები და პოლიტიკური სპეკულაციები „ომეგას“ თემაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია თავისივე შემოთავაზებული გრაფიკი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „იმედის“ ეთერში კომპანია „ოჯითის“ საკითხზე საუბრისას.

 

„ჩემი მინისტრობის პირველივე კვირებში მოხდა ამ პრობლემის იდენტიფიცირება და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ გაგვეტანებინა კომპანიისთვის აქციზური მარკები და მგონია, რომ ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომლითაც დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ვიამაყებ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

მისი თქმით, კომპანიმ 52 მილიონი ლარი დააგროვა, ამავდროულად, არ ამცირებდა ძველს და არ იხდიდა არც მიმდინარე გადასახადებს.

 

„ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია თავისივე შემოთავაზებული გრაფიკი.

 

„შემდეგ დაიწყო ჩანაწერები, პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე. ამ პერიოდში ხელისუფლება, ფინანსთა სამინისტრო მუდმივად ამბობდა, რომ მას პოლიტიკური მოტივებით არ გაუვრცელებია იძულებითი ღონისძიებები და თუ ისინი მოვიდოდნენ კონსტრუქციული წინადადებებით, ჩვენ მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×